ბაბო ავალიშვილი

ბარბარე ავალიშვილი-ხერხეულიძე  1851 წელს, თბილისში დაიბადა. მის შესახებ საკმაოდ მცირე ინფორმაციაა შემორჩენილი, თუმცა ვიცით ის, რომ თბილისის განახლებულ თეატრში ტრაგიკული და დრამატული როლების პირველი ქალი შემსრულებელი იყო. 

ბაბო ქალთა ინიციატივით დაარებული  „ქართველ ქალთა ამხანაგობის“ აქტიური წევრიც იყო, რომლის თავმჯდომარეც ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა იყო. 

ამხანაგობის მთავარი მიზანი სავაჭრო სექტორში ქალთა პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური გაძლიერება იყო.

კარიერის მანძილზე ბაბომ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლები შემოუნახა ქართულ დრამატურგიას, აი რას წერდნენ მისი მოღვაწეობის შესახებ: 

თავადი ბარბარე ხერხეულიძის ასული საკვირველი შნოიანი, ლამაზი, მოხდენილი ტანადობისა იყო. მაშინ ის იქნებოდა თხუთმეტ-თექვსმეტი წლისა, ტან მორჩილი მოხდენილი მანდილოსანი…თავადი ბარბარე ხერხეულიძე წარმოდგენებს შემდეგ მართავდა თეატრის შემოსავლიდან საზოგადო დროს გასატარებელ საღამოებს. ამითი მას ჰსურდა ქართული საზოგადოება და ოჯახები ერთმანეთთან დაეახლოვებინა და მეტი თანაგრძნობა გამოეწვია ქართულ მსახიობისადმი.

გ. წერეთელი

Call Now Button