ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე

ბარბარე ერისთავი 1833 წელს, კახეთში, სოფელ ქისტაურში დაიბადა.

12 წლის ასაკში – ზაქარია ჯორჯაძეზე გაათხოვეს, ვისთანაც 3 შვილი (ნოშრევანი, მიხეილი და მანანა) ეყოლა. მოგვიანებით გაზეთ “ივერიაში” მისი მონათხრობიც გამოქვეყნდა: 

“იმ დროს ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისეთი პატარა ვიყავ, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონა…”

რთული ბავშობის და გამოწვევების მიუხედავად, მან მაინც შეძლო მნიშვნელოვანი როლის შესრულება საზოგადოების აზრის ფორმირებაში და კულტურის განვითარებაში. 

ბარბარე აქტიურად იცავდა ქალთა უფლებებს – აკრიტიკებდა საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, წერდა ლექსებს, მოთხრობებსა და პუბლიცისტურ წერილებს. ის პირველი პუბლიცისტი და ერთ-ერთი პირველი მწერალი ქალია, რომლის ნაშრომებიც ჟურნალმა „ცისკარმა“ გამოაქვეყნა. 

1895 წლის 11 აპრილს, ბარბარე 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ასე მოიხსენებდნენ ბარბარეს იმდროინდელ გაზეთებში: 

…ბარაბარე თითქმის პირველი ქალი იყო, რომელმაც აიღო კალამი ხელში და გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მან დაიწყო ჟურნალ „ცისკარში“ ლექსებისა და მოთხრობების წერა და თითქმის სიკვდილამდე კალამი არ გაუგდია ხელიდან…

(„კვალი“, 1895, #17)

ბარბარე ჯორჯაძე დღემდე მოიაზრება როგორც სამოქალაქო აქტივისტად, ისე ქართული კულინარიის რევოლუციონერად, რომელმაც წიგნში “სრული სამზარეულო” ქართულ-ევროპული კერძების რეცეპტები, მათი მომზადების წესები და ჭურჭლის გაწყობის წესების თანმიმდევრობა გააერთიანა.

Call Now Button