გაიცანი რანუნკულუსი

დღეს ჩემი ბაღის ერთ-ერთ საპატიო წევრზე – რანუნკულუსზე მოგიყვები. 

მცენარის 600მდე სახეობა არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებული სპარსული რანუნკულუსია – ათას ფენად დაწყობილი ჰაეროვანი ფურცლების ერთობლიობა ნამდვილად მოგაგონებთ საბალეტო კაბას. 

მაშ ასე, რანუნკულუსის გამორჩეული მახასიათებლები:

დავიწყოთ სახელით…

თითქოს გარეგნობიდან გამომდინარე ბევრად სადა და ლამაზ სახელს იმსახურებს, თუმცა ამ არც ისე მარტივად წარმოსათქმელ ყვავილს საკმაოდ შესაფერისი სახელი ქვია.

რანუნკულუსი ლათინურად პატარა ბაყაყს ნიშნავს (“რანა” – ბაყაყი ; “უკულუს” – პატარა). 

მცენარე დასავლეთ აზიაში მდინარეებთან და ნაკადულებთან იზრდებოდა, სადაც პატარა ბაყაყები ბინადრობდნენ. ყვავილიც მალევე დააკავშირეს ამ არსებებთან და სახელიც სწორედ ამიტომ შეერჩა.

 
ქორწილის მნიშვნელოვანი მონაწილე

სინაზის და ფერების ფართო არჩევანის დამსახურებით, რანუნკულუსს საქორწილო თაიგულებში არაერხელ აღმოაჩენ. თანაც ეს ჰაეროვანი მცენარე პრეტენზიული არ არის და იდეალურად ერწყმის სხვა ყვავილებს. მისი სიმბოლიზმიც ქორწილისთვის და ერთობლივი ცხოვრებისთვის ზედგამოჭრილია: მოწონება და კეთილგანწყობა.

სიმბოლიკა

რანუნკულუსის სიმბოლიკა, ძირითადა, სიმპათიის, კეთილგანწყობის და დადებითი ემოციების გარშემო ტრიალებს, თუმცა ფერების მიხედვით მათ კიდევ უფრო კონკრეტული დანიშნულება აქვთ. 

მაგალითად: 

ნარინჯისფერი – ბედნიერებას და დადებითი ენერგიას აღნიშნავს

წითელი – სიყვარულს, ვნებას და რომანტიკას

ვარდისფერი რუნინკულუსი რომანტიკის, სიყვარულის და წრფელი გრძნობების სიმბოლოა

ყვითელი – ბედნიერების და სიხარულის

იისფერი – იდუმალების, ერთგულების და სილამაზის ნიშანია.

დაათვალიერე კატალოგი და შეარჩიე სასურველი რანუნკულუსის თაიგული.

მზის ენერგიის მატარებელი

რანუნკულუსს, რკალისებრი ფოთლების დახმარებით, მზის ენერგიის შენახვა შეუძლია.

ამ ენერგიას ის გასათბობად იყენებს, ხოლო ღამით მისი ფოთლები ნელ-ნელა იხურება, რათა მცენარემ უკეთ შეძლოს სითბოს შენარჩუნება.

ამ ნიჭის წყალობით, დაკრეფის შემდეგაც კი რანუნკულუსი, სხვა ყვავილებთან შედარებით, უფრო დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.

ყველა მცენარეს, ადამიანის მსგავსად, თავისი ინდივიდუალური მახასიათებლები და თვისებები აქვს, გამონაკლისი არც რანუნკულუსია – მისი ჰაეროვნება, კეთილგანწყობა და დადებითი ენერგია ნამდვილად ვერცერთ ადრესატს დატოვებს გულგრილს. თაიგულების შერჩევა კი აქ შეგიძლია.

Call Now Button