დომინიკა ერისთავი

ლექსების წერა 10 წლის ასაკში დაიწყო და მას მერე წერას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. 

თუმცა დომინიკა ერისთავმა “განდეგილობამდე” საკმაოდ რთული გზა განვლო: 17 წლის ასაკში ის ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტზე სოლომონ მდივანზე გაათხოვეს, რომელიც მძიმე ხასიათით გამოირჩეოდა და დომინიკას გარე სამყაროსთან ურთიერთობას სრულად უკრძალავდა.. 

ამ პერიოდში დომინიკა ფრანგი ფემინისტის – ჟორჟ სანდის (1804-1876) ნაწარმოებებს გაეცნო. სწორედ მისი შემოქმედებით შთაგონებულმა დააღწია მეუღლის ტყვეობას თავი და მისი ბიძაშვილის – ანდრია ღულაძის დახმარებით, თბილისში გადაინაცვლა. 

აქედან იწყება დომინიკას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი: თბილისში ქართულ ჟურნალში რედაქტორად მოეწყო, სადაც დაუახლოვდა ქართველ მწერლებს. 

მისი მეგობრები იყვნენ ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე… სწორედ ამ უკანასკნელის ნაწარმოები “განდეგილი” გახდა დომინიკას ფსევდონიმის შთაგონება.

დომინიკას სახელს უკავშირდება ქართველ ქალთა პირველი ორგანიზაციის ”ქართველ ქალთა საზოგადოების” (1914) დაარსებაც.

მისი მეგობარი და ორგანიზაციის თანადამფუძნებელი – ნინო რცხილაძე ასე იხსენებს დომინიკასთან ერთად მუშაობას: 

„ …ჩვენ ორივენი ერთი აზრით ვსუნთქავდით და ვსაზრდოობდით. ჩვენი მიზანი იყო გვებრძოლა „ქართველ ქალთა საზოგადოების“ დაარსებისათვის…”

განდეგილი 65 წლის ასაკში, ქალაქ თბილისში გარდაიცვალა.

Call Now Button