თეკლე ბატონიშვილი

ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის უმცროსი ქალიშვილი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო ჯირითითა და იარაღის ხმარებით, რის გამოც მეტსახელად “თეკლა ბიჭისაც” ეძახდნენ. 4 წლის ასაკში მამამისმა სახუმარო სიგელიც კი გადასცა მას:

„გიბოძეთ ეს სიგელი შენ, ჩვენს ქალს თეკლა ბიჭს, თუმცა აქამდის შენ ყველასგან ქალად იყავი ცნობილი, მაგრამ ამიერიდან გიწყალობებთ ბიჭის სახელს და უბრძანეთ ყველა შენს ძმებს და დებს გიწოდონ თეკლა ბიჭი“.

თეკლე ბატონიშვილი

თეკლა ბატონიშვილი საუცხოო მოჯირითე იყო, ვაჟურად გამოწყობილი მამამისსაც დაყვებოდა ლაშქრობებში და ნადირობებშიც. თვითმხილველის ნაამბობიდან ვიგებთ, რომ თეკლე ერთი გასროლით ახვედრებდა მიზანში. თუმცა, გარდა ამისა, თეკლა გამოირჩეოდა გამჭრიახობით და ლმობიერებით. 1897 წელს, გაზეთის “კვალი” იანვრის გამოცემაში ვკითხულობთ: 

“თეკლე ბატონიშვილი მეტათ გულ-მოწყალე და ღარიბების შემწე იყო. იმის ხარჯზე ბევრ საწყალ ოჯახში იგზავნებოდა ულუფები. ყველანი იმის ხელის შემჩერენი იყვნენ. მაგრამ ამასთანავე, როცა უსამართლობას შენიშნავდა, ძლიერ ფიცხი და რიხიანიც იყო.”

თეკლე ბატონიშვილმა 24 წლის ასაკში ვახტანგ დიმიტრის ძე ორბელიანზე იქორწინა. მეუღლის ორპირობამ თეკლეს დედა – დარეჯან დედოფალი რუსეთში გადაასახლა, რის გამოც მან პოლკოვნიკის ხარისხი მიიღო. მოგვიანებით პოლკოვნიკი აჯანყებულმა გლეხებმა სოფელ ჩუმლაყთან მოკლეს.

სამწუხაროდ, გადასახლების მსხვერპლნი გახდნენ როგორც თეკლე, ისე მისი სამივე შვილი – 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის.

Call Now Button