ინოლა გურგულია

“იმ­ღე­რეთ ჩემი სიმ­ღე­რე­ბი, რომ ცო­ცხა­ლი ვიყო”

ინოლა გურგულია 1929 წლის 25 ივლისს  დაიბადა. ბავშვობიდანვე უყვარდა მუსიკა და სიმღერების წერაც 17 წლის ასაკში დაიწყო. ინოლა იმ თაობისთვის ერთადერთი მუსიკოსი იყო, რომელიც ყველა კომპოზიციას თავად წერდა და ასრულებდა. უკრავდა ბევრ ინსტრუმენტზე, მათ შორის გიტარაზე, ჩონგურზე, ფანდურზე და როიალზე. პრო­ფე­სი­ით უცხო ენე­ბის – ინ­გლი­სუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო, უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ლექ­ტო­რადაც მუ­შა­ობ­და, თუმცა ლექსების და სიმღერების წერა არასდროს შეუწყვეტია.   

გიული დარახველიძესთან და მედეა სიხარულიძესთან ერთად დააარსა ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო “სამაია”. ანსამბლი ხშირად ინოლას მიერ დაწერილ სიმღერებს ასრულებდა, მათი რეპერტუარს გამოარჩევდა ნატიფი ლირიზმი, განცდის უშუალობა და სიახლისადმი მისწრაფება. მართლაც, ინოლას მიერ დაწერილი სიმღერები ახალ მიმდინარეობას წარმოადგენდა ქართულ საესტრადო ხელოვნებაში. 

მასში იკვეთებოდა აკორდული მღერის სტილი, რომელიც ძირითადად ქართული ხალხური და ნაწილობრივ ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა.

ინოლას სიცოცხლის განმავლობაში არც ერთი სტუდიური ფირფიტა არ გამოუცია, თუმცა შემორჩენილი არაოფიციალური ჩანაწერებშიც ცხადად ჩანს მისი უნიკალური ხმის ტემბრი და დიდი სიყვარული სიმღერისადმი. 

ინოლა 1977 წელს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა დატოვა ყველა თაობისთვის საყვარელი ლექსები და სიმღერები

Call Now Button