მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი


დღემდე ყველასთვის სანიმუშო ქველმოქმედი ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემით და გაჭირვებულების დახმარებით დიდი მაგალითი მისცა გარშემომყოფებს და არა მარტო – მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (1852-1941)

მარიამმა განათლება ოჯახში მიიღო, შეისწავლა რუსული, იტალიური და გერმანული ენები. ადრეული ასაკიდანვე ხედავდა განათლების მნიშვნელობასა და საჭიროებას და მისი მოღვაწეობაც სწორედ ამ ღირებულების გარშემო ტრიალებს:  27 წლის ასაკში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1888 წლიდან მან მიზნად სკოლის გახსნა დაისახა და სულ რამდენიმე წელიწადში, დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, მან გახსნა ქალთა პირველი ქართული სკოლა საქართველოში.

არაერთი ფონდის შექმნისა თუ ქველმოქმედების ინიციატორი იყო და ყოველ ახალ წელს საკუთარი სახსრებით ურიგებდა საჩუქრებს სკოლის მოსწავლეებს.

1917-1918 წლებში მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი მარიამის სიძე – ივანე ჯავახიშვილი იყო. 

საბოლოოდ, საქართველოს გასაბჭოებისას, მარიამი მარგინალიზებული იქნა საზოგადოებრივი აქტივობის სფეროდან, თუმცა მის მიერ განხორციელებული ყველა სიკეთე ისტორიას შემორჩა. 

Call Now Button