მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილი 1901 წლის 25 აგვისტოს მწერლის – კოტე მაყაშვილისა და პედაგოგის – თამარ გაბაშვილის ოჯახში დაიბადა. 

მისი ცხოვრების ისტორია საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1921 წელს, თბილისში რუსეთის მე-11 არმიის შემოსვლისას ის ყუმბარის ნამსხვრევს ემსხვერპლა. ამ დროს ის წითელ ჯვარში მოწყალების დად იყო წასული.

მარო მაყაშვილი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ამ გონიერმა და მამაცმა ადამიანმა მაინც შეძლო ისტორიასა და საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება, 2015 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდებაც მიენიჭა.

დღეს მაროს ცხოვრების ყველაზე საინტერესო ნივთი – დღიურია შემორჩენილი, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში ინახება. 

დღიურში მარო წერდა, თუ რამდენად სურდა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა, რათა უკან დაბრუნებულს სამშობლოსთვის სასარგებლო საქმის გაკეთება შეძლებოდა.

მარო დღიურში სხვა აქტუალურ თემებსაც ეხება, ესეც პატარა ამონარიდი: 

„ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერება ფულშია. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ამ ფულის დახარჯვა თავისზედ კი არა. ამ ფულით სხვას შეიძლება მოუტანო ბედნიერება და მაშინ თვითონაც იქნები ბედნიერი“. 

“ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს – ის მდგომარეობის მონაა“.

Call Now Button