მედეა (მზია) ჯუღელი

მზიამ ვარჯიში ქუთაისში დაიწყო და პირველ წარმატებას 14 წლის ასაკში მიაღწია – გაიმარჯვა მოსწავლეთა საკავშირო პირველობაზე ორძელსა და რგოლებში, მრავალჭიდში კი მესამე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით ვარჯიში თბილისში გააგრძელა. 

1952 წელს, მაშინ, როდესაც ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე პირველად – ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე გავიდნენ, პირველსავე წელს ჟიურის ფავორიტი საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი – მედეა ჯუღელი გახდა.

ჩემპიონატზე მან ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალიც გახდა.

1996 წელს ის ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს. ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც გამოფინეს.

2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა.

კარიერის შემდეგ, მედეა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გახდა და თავდაპირველად პატარა სპორტსმენების გუნდს ჩაუდგა სათავეში, თუმცა მოგვიანებით, საქართველოს ნაკრებიც ჩაიბარა. 

გარდა ამისა, იყო საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი წლების მანძილზე.

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის, ასევე ღირსების ორდენით.

ჯამში კი მას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებებში მოპოვებული აქვს: 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი.

Call Now Button