ნუცა ღოღობერიძე (ხუციშვილი)

ნუცა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პროგრესულ ქალად შეგვიძლია მოვიხსენიოთ, რადგან მისი განათლება და საქმიანობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდისთვის მართლაც იშვიათობა იყო.

ის 1902 წელს დაიბადა, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენას ფლობდა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე გერმანიაში – იენის უნივერსიტეტშიც სწავლობდა. 

საქართველოში დაბრუნებისას, ფილმი გადაიღო და 25 წლის ასაკში პირველი ქალი რეჟისორი გახდა. მოღვაწეობის მანძილზე, მან მხოლოდ 3 ფილმის გადაღება შეძლო, თუმცა მისი მეორე ფილმი „ბუბა“ სააგიტაციო და საგანმანათლებლო ფუნქციის გამო, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ბევრი იდეოლოგიური წინააღმდეგობის გამო, ნუცა და მისი ოჯახი რეპრესიაში მოყვა, ქმრის დაპატიმრებიდან მალევე ნუცა 10 წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში.

საქართველოში დაბრუნებულ ნუცას ფილმების გადაღება არ გაუგრძელებია, თუმცა განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა.

იგი არაა მოხსენიებული ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, თუმცა 1928 წლის ივნისში შედგენილ “სახკინმრეწვის” თანამშრომელთა სიაში ნუცა ღოღობერიძე ერთადერთი ქალია.

ფილმოგრაფია

  • „მათი სამეფო“ (1928)
  • „ბუბა“ (1930)
  • „უჟმური“ (1934)

აქვე გიზიარებთ ჩემ ახალ აღმოჩენას, ნუცა ღოღობერიძის შვილიშვილის ნუცა ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებას, “Felicità” რომელიც ემიგრანტი ქალების თემატიკას ეხება

Call Now Button