ქსენია ბახტაძე

პირველი ქალი სელექციონერი საქართველოში და არამარტო. მას ეკუთვნის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ჩაის ჯიშებსა და სელექციაზე. 

სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტზე – მემცენარეობის განხრით. სწავლის შემდგომ აქტიურად ჩაერთო ჩაის ჯიშების გამოყვანაში და მისი მიღწევები ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელია ამ სფეროში. 

1930 წელს, მაშინ, როდესაც ანასეულში ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა, ჩაის ჯიშის რენტაბელურობის ზრდაზე მუშაობდნენ. სწორედ ქსენია ბახტაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა თეორიული თუ პრაქტიკული უმნიშვნელოვანესი კვლევები.

დროთა განმავლობაში, მან ახალი მიზაინი დაისახა: გამოეყვანა ჩაის ისეთი ჯიში, რომელიც იქნებოდა უხვმოსავლიანი და მაღალხარისხიანი.  

1943 წელს, მისი ხელმძღვანელობით გამოიყვანეს ჩაის პირველი სელექციური ჯიშები. რისთვისაც, მელე საკავშირო სახელმწიფო პრემიაც მიენიჭა.

გამოყვანილ ჯიშებში შედის უნიკალური ჩაის ჯიში “ზამთრის გმირი”, რომელიც გამოირჩევა როგორც არომატის სიძლიერით, ისე უხვმოსავლიანობითა და გამძლეობით.

მისი ხელმძღვანელობითაა გამოყვანილი ოცდაათამდე სელექციური ჯიში როგორც საქართველოში, ისე, აზერბაიჯანსა და კრასნოდარის მხარეში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩაის სელექციური ჯიშები, სამეურნეო ღირებულების ყველა მაჩვენებლებით, არასელექციურ ჯიშებს სჯობს.

მაშინ, როდესაც საქართველოს სამამულო მეჩაიეობის წარმოების განვითარებისათვის სათესი მასალა იყო საჭირო, სწორედ ბახტაძის ცოდნისა და კვლევების საფუძველზე შეიქმნა საკუთარი მეთესლეობის ბაზა. ამან ქვეყანას სხვა ქვეყნებიდან თესლის შემოტანა აარიდა თავიდან.

თუ ადრე სარგავი მასალა სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა, მოგვიანებით, ქართული სელექციური ჯიშების სათესლე მასალა საზღვარგარეთ  20-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნებოდა. ეს ქსენია ბახტაძის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა

Call Now Button