როგორ მოვუაროთ ყოჩივარდას

ყოჩივარდას მოვლის თავისებურებები სახლის პირობებში

ტემპერატურული რეჟიმი

პირველ რიგში საჭიროა შესაბამისი შენობის შერჩევა.ვერ ვიტყვით რომ ეს მცენარე ძალიან მომთხოვნია,მაგრამ მას სჭირდება ისეთი შენობა რომელიც კარგად ნიავდება და ნათდება.ტემპერატურა საკმაოდ გრილი ესაჭიროება: +12-150 C,მაგრამ დაუშვებელია ორპირი ქარი.სიგრილეში ყვავილობა უფრო ხანგრძლივადაც მიმდინარეობს.იგი უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ,ფხვიერ ნიადაგს.ძალიან დიდ ქოთანში ჩარგვა საჭირო არაა – იგი მომცრო ოთახის მცენარეა.ციკლამენისათვის საჭიროა ასეთი სუბსტრატი: კორდის მიწა,ფოთლოვანი ტყის მიწა,ნეშომპალა და ქვიშა.შემდეგი შეფარდებით: 2:1:1:1.

მორწყვა

ამ მცენარეს კარგი და რეგულარული მორწყვა ესაჭიროება,მაგრამ დაუშვებელია წყლის ჩარჩენა ქოთნის ძირში.კარგია თუ ქოთანს აქვს სადგამი,ამ შემთხვევაში მორწყვა უმჯობესია სადგამიდან.ასე წყალი ბოლქვს არ დაესხმება.ციკლამენს უყვარს ტენიანი გარემო,ამიტომ იგი ყველა მხრიდან უნდა დანამოთ,მაგრამ ყვავილობის დროს ამის გაკეთება არ არის სასურველი.სწორი მორწყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდის პერიოდში.მოსარწყავად მხილოდ ნადგამი და თბილი წყალი უნდა გამოიყენოთ,იმასათვის რომ მცენარემ ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.

სასუქი

ყვავილობის პერიოდში ციკლამენს სასუქს თვეში ორჯერ აწვდიან.ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის თხევადი სასუქი.კონცენტრაცია ასეთია: 0.5 თავსახური ორ ლიტრ წყალზე.წყალი თბილი და ნადგამი უნდა იყოს.შეეცადეთ რომ სასუქი დასხმისას არ მოხვდეს ყვავილებზე და ფოთლებზე.შეიძლება გამოყენებული იქნეს სასუქი ‘’ფლორეტა’’.მნიშვნელოვანია რომ სასუქი არ შეიცავდეს ქლორს.ციკლამენი ვერ იტანს მინერალური მარილების სიჭარბეს,ამიტომ ისინი მცირე რაოდენობით უნდა მიეწოდოს.კვება შემდეგნაირედ უნდა მოხდეს: პირველ რიგში მცენარე ჩვეულებრივად უნდა მორწყათ და დაელოდოთ ვიდრე მიწა დასველდება,შემდეგ კი სასუქი მიაწოდეთ.თუ ციკლამენს თქვენ თვითონ დარგავთ,სასუქის მიწოდება არ არის რეკომენდებული ვიდრე პირველი ნაზარდი არ გამოჩნდება.ასევე არაა საჭირო ახალგაზრდა და ახალგადარგული მცენარეების კვებაც 6 თვის განმავლობაში.სასუქი მხოლოდ ჯანმრთელ მცენარეს უნდა მიეწოდოს.

ყოჩივარდას გადარგვა

გადარგვა ხდება სამ შემთხვევაში:

  • მოსვენების პერიოდის შემდეგ,ანუ ზაფხულის დასასრულს
  • როდესაც ბილქვი ავსებს მთელ ქოთანს
  • როდესაც აუცილებელია ნიადაგის გამოცვლა

არსებობს წესი,რომლის თანახმადაც არ შეიძლება ციკლამენის გადარგვა წელიწადში 2-3-ზე მეტად.ციკლამენებისგარკვეულ სახეობებს გადარგვის თავისებური წესი აქვთ.სპარსულ ციკლამენს ფესვები ქვემოთ ეზრდება,ამიტომ ბოლქვის თავი მიწის ზემოთ უნდა ჩანდეს.ევროპულ ციკლამენის ფესვები კი მთელ ზედაპირზეა გაშლილი,ამიტომ იგი უფრო ღრმად ირგვება.ზოგიერთი მეყვავილე რეკომენდაციას უწევს ყველანაირი ციკლამენის ბოლქვის ნახევრად ზედაპირულ დარგვას,შესაძლებელი ფესვების ერთი მესამედი ზედაპირზე ჩანდეს.საჭიროა გახსოვდეთ,რომ აყვავებული მცენარის გადარგვებით შეწუხება არ შეიძლება.გადარგვისას მიწის გუნდა არ უნდა დაშალოთ: ასე მცენარე უკეთ შეეთვისება ახალ ქოთანს და მალევე განაგრძობს ზრდას.ციკლამენისთვის დიდი ქოთანი გამოუსადეგარია: მცენარე ცუდად ყვავილობს და ლპება. გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ ციკლამენს შეიძლება მიეწოდოს სასუქი.

ყოჩივარდას გამრავლება

არსებობს ყოჩივარდას გამრავლების რამდენიმე ხერხი: ბოლქვის გაყოფით ან თესლით.

გამრავლება ბოლქვის გაყოფით

ციკლამენის გამრავლების ერთ ერთი ხერხი: ბოლქვის გაყოფა. გაყოფისათვის უნდა გამოიყენოთ ზრდასრული ბოლქვი.იგი ნაწილებად უნდა დაუჭრას ბასრი დანით.დააკვირდით რომ თვითოეულ ნაწილს კვირტის ჩანასახი გააჩნდეს.დაჭრის შემდეგ ჭრილობები დეზინფექციისათვის უნდა დამუშავდეს დანაყილი ნახშირით.დაყოფის შემდეგ ბოლქვები რამოდენიმე დღის განმავლობაში გააშრეთ,მაგრამ დიდი ხანი არა,თორემ გაუჭირდება ამოსვლა.შემშრალი ბოლქვები ჩარგეთ ნიადაგში 2/3 -ზე.ერთ თვეში ბოლქვები დაფესვიანდება.ასეთი წესით დარგული ციკლამენი უფრო სწრაფად აყვავდება ვიდრე დათესილი.

თესლით გამრავლება

გამრავლების ერთ-ერთი ხერხი: დათესვა. დათესვა უმჯობესია ადრე გაზაფხულზე: თებერვალ-მარტში.თუმცა სხვა დროსაც შეგიძლიათ.დათესვამდე საჭიროა თესლის სტრატიფიკაცია.თესლი უკეთ ამოდის თუ მას წინასწარ დაალბობთ ეპინში ან ცირკონში.დასალბობად შეიძლება კალიუმის პერმანგანატის ხსნარის გამოყენებაც (ღია ვარდისფერი). თესლი უნდა ჩაიყაროს 1 სმ. სიღრმეზე.უფრო მოსახერხებელია გააკეთოთ საჭირო სიღრმის კვლები,მორწყათ,შემდეგ კი ჩააწყოთ თესლი ერთმანეთისაგან 2-3 სმ-ის დაშორებით.დასათესად საჭირო ნიადაგი უნდა შეიძინოთ სპეციალურ მაღაზიაში,გამოიყენეთ ‘’ტულპანი’’ ან ‘’Terra vita’’.დათესვის შემდეგ კონტეინერს დაახურეთ თავზე და დადგით თბილ ადგილზე.ტემპერატურა +200C-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.თუ ყველა პირობას დაიცავთ,პირველი ნაზარდი 1-2 თვეში გამოჩნდება.ზოგოერთი ჯიში კი შეიძლება 5 თვის შემდეგაც კი გამოჩნდეს.როდესაც ნაზარდი გამოჩნდება,კონტეინერი სინათლეზე უნდა დადგათ.მალე ჩითილებს ბოლქვები წარმოექმნებათ,ამ დროს საჭიროა მათი პიკირება.6-7 თვის შემდეგ კი ახალგაზრდა მცენარეები შეიძლება გადარგათ ქოთნებში.

ციკლამენის დაავადებები და მათი მკურნალობა

ფუზარიოზი

დაავადება გამოწვეულია სოკო Fusarium-ით.პარაზიტული მოქმედედების გამო ზიანდება მცენარის ძარღვოვანი სისტემა.დაავადების გამომწვევი სოკო ბინადრობს ნიადაგში და მცენარეში ფესვთა სისტემიდან აღწევს.როგორ ვლინდება ეს დაავადება გარეგნულად? ყვითლდება ნაპირებში მდებარე ფოთლები,ხშირად მხოლოდ ერთ მხარეს.მეორე მხარეს შესაძლოა მცენარე აქტიურად განაგრძობდეს ზრდას,მაგრამ ყვავილობა ისეთი უხვი არ იქნება.დაავადებული მცენარე საკმაოდ გასაცოდავებული შესახედაობისაა.როგორ უნდა ებრძოლოთ ფუზარიოზს? ციკლამენის ფესვები უნდა მორწყათ ფუნდაზოლთ(0,1%),ასევე უნდა მოახდინოთ შესხურება ტოპსინ M-ით (0.1%)

სველი სიდამპლე

სველი სიდამპლე მიეკუთვნება ბაქტერიულ დაავადებებს,რომელიც გამოწვეულია ბაქტერიით – Erwinia.მას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ციკლამენი იწყებს ჭკნობას,ფოთლები დაბლა ეშვება,დაავადებული ბოლქვი უსიამოვნო სიდამპლის სუნს გამოსცემს.ლპება მცენარის ფესვები.დაავადება მცენარეში ნაპრალებიდან და მიკრო ჭრილობებიდან აღწევს,რომელიც ფოთლის მოწყვეტის ადგილას ვითარდება.ბაქტერია მცენარეზე შეიძლება წყლიდან მოხვდეს.სამწუხაროდ ამ დაავადების დამარცხება შეუძლებელია,ამიტომ მცენარე უნდა გაანადგუროთ.

ანთრაკოზი

ეს დაავადება შესაძლოა ციკლამენს ყვავილობისას გამოაჩნდეს.იგი პროგრესირებს ტენიანობასა და სითბოში.ზიანდება ფოთლები და საყვავილე ღეროები.ღეროები დაავადებულად გამოიყურება,საყვავილე ღეროები ხმობას იწყებს,ამის გამო ყვავილობა არ დაიწყება.საყვავილე თეროებიდან ავადდება ფოთლებიც: ისინი იჭმუხნება და მილივით ეხვევა,ძველი ფოთლები კი ხმება.მკურნალობა: პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე შეამცირეთ ტენიანობის დონე,ყველა დაზიანებული ნაწილი უნდა მოაცილოთ.შემდეგ კი მცენარე დაამუშავეთ ფუნგიციდით 2-3 ჯერ.

ჭვარტლის სოკო

ზოგჯერ ბუგრები ციკლამენის ფოთლებზე მოტკბო გამონაყოფს ტოვებენ.სწორედ მასზე ჩნდება სოკო.იგი საშიში არაა,თუმცა ამ გამონაყოფით დაფარული ფოთლები მზის შუქს ვერ ღებულობენ.ამის გამო ნელდება ციკლამენის ზრდა,მცენარე სუსტდება,დაზიანებული ფოთლები ხმება.ბრძოლის მეთოდები: ნადები უნდა მოშორდეს სვენი ნაჭრის მეშვეობით,ფოთლები კი უნდა დაამუშავოთ სპილენძსაპნიანი ხსნარით. ამ დაავადებებეის ჩამონათვალი არ არის სრული,თუმცა საერთო ჯამში მცენარე ყველაზე მეტად სახვადასხვა სახის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით ზიანდება.

Call Now Button