როგორ მოვუაროთ მონსტერას

განათება – ესაჭიროება გაბნეული, მაგრამ მკვეთრი სინაათლე, ოპტიმალური ადგილია დას. ან აღ. მხარე. ჩრ. მხარეზე განათება არ ეყოფა, ს. მხარეს კი – დასჭირდება შუადღეზე ჩამოფარება. კარგი განათების პირობებში საკმაოდ დიდი იზრდება ,ლამაზად დაჭრილი ფოთლებით. არასაკმარისი განათებით კი სუსტი და წვრილი საჰაერო ფესვები და პატარა ახალი ფოთლები ექნება. სხვა ადგილზე მისი გადადგმა უმიზეზოდ არ შეიძლება.

ტემპერატურა – რაც მაღალი იქნება ოთახში ტემპერატურა, მით აქტიურად გაიზრდება მცენარე, ოპტიმალურია 20-25გრ. ზამთარში არ უნდა ჩამოვიდეს 10 გრ ზე დაბლა, კარგადაა 16-18გრ ზე. განსაკუთრებით საშიშია ზამთარში და შემოდგომაზე ორპირი.

მორწყვა – გაზაფხულ – ზაფხულში უხვად რწყავენ მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება რბილი, ნადგამი წყლით. საშემოდგომოდ ამცირებენ , ზამთარში კი 2-3 დღეში ერთხელ მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე. არ შეიძლება არც ზედმეტი – ფესვები ლპობას იწყებს, ფოთლები კი ულაქავდება.

შესხურება – მცენარე დადებითად რეაგირებს შესხურებაზე. ნამავენ თბილი ნადგამი წყლით, ხანდახან უწმენდენ ფოთლებს სველი ღრუბლით.

კვება – მოზრდილი მცენარე ორგანულ და მინერალურ სასუქს საჭიროებს თვეში 2ჯერ გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე. ახალგაზრდა მცენარე არაა აუცილებელი კვებოთ.

საჰაერო ფესვები – ყველა ფოთლიდან მცენარეს ეზრდება საჰაერო ფესვი. მას არ აჭრიან. დებენ ქოთანში მცენარესთან ან დამატებით ქოთანში, სადაც ნოყიერი სუბსტრატია, იგი აუმჯობესებს მცენარის კვებას. თუ ის ცუდად ვითარდება და მიწამდე ვერ აღწევს, მაშინ დებენ წყლიან ბოთლში, ან ახვევენ სველ სფაგნუმში. წვიმის წინ მოღრუბლულ ამინდში ან ზამთარში გამოთბობამდე ფოთლის ბოლოებზე გროვდება წყლის წვეთები.

ყვავილობა – ბუნებაში მცენარე ყოველ წელს ყვავის. სახლის პირობებში ეს იშვიათად ხდება. კარგი კვებით 2 წლის შემდეგ შეიძლება ამოუვიდეს დიდი ყვავილედი ორსქესიანი ყვავილებით, რომლებიც შეკრულია ტარო ყვავილედად კრემისფერი ყვავილსაფარით. თუ ნაყოფიც დამწიფდა, ყვავილსაფარი ხევდება და ვარდება, იისფერი თანანაყოფი 20 სმ ია სიგრძით, ჰგავს სიმინდის ტაროს. ნაყოფი წვრილი , წვნიანი და ერთად მიტყუპებულია, მოტკბო გემო და ანანასის და მარწყვის არომატი აქვს.

გადარგვა – ახალგაზრდა მცენარეს ყოველ წელს რგავენ მოზრდილს თავიდან 2წელიწადში, მერე კი 4 -5 წელიწადში ერთხელ.ახალგაზრდას რგავენ ნეიტრალურ ან სუსტად მჟავე სუბსტრატში ქვიშის, ტორფის, კორდის და ნეშომპალა ნიადაგის ნარევში 1-1- 1-2 პროპორციით. მოზრდილებს კი – კორდის, ტორფის, ფოთლოვან , ნეშომპალა მიწასა და ქვიშის ნარევში 3-1-1-1-1 პროპორციით. . ქოთანი დიდი უნდა იყოს, ძირში დრენაჟით.

დათესვა – ითესება სითბოში, კარგი განათების ქვეშ. ერთ თვეში უნდა ამოვიდეს. პირველ ფოთლებს ჭრილი არ აქვთ. ეს იუვენილური ფოთლებია. მე5-8 თვეს ამოდის ნამდვილი მონსტერა ფოთოლი. 2 წელიწადში მცენარეს ექნება დაახლოებით 5 იუვენილური და 4 ნამდვილი ფოთოლი.

გამრავლება ტოტებით – გაზაფხულის დასაწყისში ზაფხულის დასაწყისამდე შეიძლება მცენარის გვერდითა ტოტების ან წვეროს მოჭრა ერთი-ორი ფოთლით. გადანაჭერრს აყრიან დაფხვნილ ნახშირს. რგავენ ცალკე ქოთნებში, აფარებენ მინას.ძირში იყრება დაფხვნილი აგური, 2სმ მდე ნეშომპალას ან ტორფიანი მიწა, მერე 2-3 სმ – ქვიშა. რწყავენ დილა-საღამოს, დებენ სითბოში – 20-25გრ ზე. დაფესვიანების მერე ირგვება შუალედურ ქოთანში, 3-4 წლის მერე მოზრდილ მცენარეს რგავენ დიდ ქოთანში. თუ დასაფესვიანებელ ტოტს საჰაერო ფესვიც აქვს, უფრო სწრაფად დაფესვიანდება.

გამრავლება ტოტის წვეროთი – დიდ მცენარეს ქვედა ფოთლები სცვივა და უშნოვდება, ამიტომ ზედა საჰაერო ფესვებს ახვევენ სველ ხავსს და ამაგრებენ მცენარის ტანზე, როცა იგი ფესვებს გამოუშვებს, ღეროს ნაწილს 1-2 ფოთლით აჭრიან და რგავენ ცალკე, ასე მიიღება ახალი მცენარე, ძველი კი გვერდითა ტოტებს გამოიღებს და უფრო დაიტოტება.

ფოთლის ცვენა და ზრდის შეჩერება – არასაკმარისი განათების შედეგია. ფოთლებზე ლაქებია – წითელი აბლაბუდა ტკიპაა ამის მიზეზი,-ფოთლის ქვედა მხარეს ყავისფერი ლაქები წარმოიქმნება. მცენარე ყვითლდება – არასაკმარისი კვების შედეგად ფოთლები ყვითლდება და ლპება – ზედმეტი მორწყვის გამო. ახალი ფოთლები მკრთალია და ზედ ყვითელი

Call Now Button